სამი ოპოზიციური პარტია - "გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა. აღნიშნულ თემაზე, საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები კეთდება როგორც მმართველი პარტიის ასევე ოპოზიციის მხრიდან, უფრო მეტს ჩვენი ჟურნალისტი სალომე ჯაფარიძე გვეტყვის