ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ - არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, არსებობს თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ.
თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს აინთება.
შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება.