2021 წლის თებერვალში მთელს მსოფლიოში გავრცელდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომ ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ესროლეს, ხოლო მომღერლის ფრანგული ბულდოგები მოიპარეს. როგორც ირკვევა, გამტაცებელმა, სახელად ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონმა, არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ძაღლები, მან ისინი იმიტომ გაიტაცა, რომ იცოდა, ძვირად გაყიდდა.
BBC-ის ცნობით, ფრანგული ბულდოგების გატაცების შემთხვევები გახშირებულია, ვინაიდან ძაღლის ეს ჯიში ძვირადღირებული და ძალიან პოპულარულია, თუმცა მათი გამრავლება არც ისე მარტივია. აშშ-ში თითო ლეკვის ფასი 2 000-დან 10 000 დოლარამდე მერყეობს.
ძაღლების გატაცების დროს ჯეიმს ჯექსონს მათმა გამსეირნებელმა, რაიან ფიშერმა, წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ჯექსონმა ის გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
რაიან ფიშერი სასიკვდილო ჭრილობას გადაურჩა და ლედი გაგამ მას საჯარო პოსტითაც გადაუხადა მადლობა ძაღლების გმირულად დაცვისთვის.
მიყვარხარ, რაიან ფიშერ, რადგან საკუთარი სიცოცხლე გარისკე ჩვენი ოჯახის დასაცავად. შენ ჩემთვის მუდამ გმირი იქნები."
ლოს ანჯელესის სასამართლომ 2022 წლის 5 დეკემბერს ჯეიმს ჯექსონს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონმა ბრალი აღიარა.