უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენ ის შევაჩერეთ. ამ დროისთვის ერთი რამ შეიცვალა: რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წითელი ხაზის მონიშვნის საპასუხოდ“, - განაცხადა შოლცმა Funke-სთან ინტერვიუში.
კითხვაზე, რას ფიქრობს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარზე მოსკოვისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, შოლცმა უპასუხა, რომ პრიორიტეტი არის, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან.