ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ბათუმში გამართულ ფინალში ქუთაისურმა გუნდმა თბილისის „ლოკომოტივი 2“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის სტარტზევე „ტორპედომ“ აქტიურად დაიწყო - მატჩი სწორედ მათი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ქუთაისელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ და პირველი ტაიმი ფრედ მორჩა.
თამაშის არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „ტორპედო“ შეტევებს განაგრძობდა და 54-ე წუთზე, გიორგი არაბიძის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, თბილისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კაბალიერომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
„ტორპედომ“ უპირატესობა 61-ე წუთზე გაზარდა, ლევან გეგეჭკორის გადაცემით გიორგი ქიმაძემ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
საბოლოოდ, შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა – მისი გაწვრთნილი „ტორპედო“ 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერაც სუპერთასს დაეუფლა ახლა კი საქართველოს თასი მესამედ.
ცნობისთვის, მომავალ წელს ტორპედო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.