ტრიუმფალური თაღი ცნობილი გერმანელი მწერლის , ერიხ მარია რემარკის რომანია. წიგნის ორიგინალი 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა Appleton-Century-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა. რომანში მოქმედებები 1938-1939 წელის პარიზში ვითარდება. წიგნის მთავარი გმირი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე , გერმანელი ქირურგი რავიკია , რომელიც მის სამშობლოში ორ უდანაშაულო ადამიანს დაეხმარება გაქცევაში , რის შემდეგაც იძულებული ხდება დატოვოს სამშობლო და მიემგზავრება საფრანგეთში , სადაც 2 წლის განმავლობაში ნაკლებად ცნობილი ფრანგი ქირურგების ნაცვლად ოპერაციებს ატარებს.
ის ერთ-ერთია იმ მრავალ ემიგრანტთაგან, პასპორტისა თუ სხვა საბუთების გარეშე, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან დაპატიმრების და ქვეყნიდან გაძევების საფრთხის ქვეშ.
რავიკის შიშით და საფრთხით აღსავსე ყოველდღიური ცხოვრება , ერთ დღესაც იცვლება , რავიკი გაიცნობს იტალიელ მსახიობი ქალს , ჟოან მადუს და იწყებს მასთან რომანს. ამ დროს კი ევროპა ომის ქარცეცხლში ეხვევა , ჟოანი კი ეჭვიანი მსახიობის ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრება , რის შემდეგაც რავიკი უარს ამბობს რუსი ემიგრანტის ნიღბის ქვეშ დამალვაზე და მშვიდად ბარდება პოლიციას, როცა ისინი არბევენ სასტუმროს , სადაც ის ცხოვრობს.ერიხ მარია რემარკი გერმანიის პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა.
1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მალევე
1916 წლის 21 ნოემბერს ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი ფრონტზე გადაიყვანეს , სადაც რამდენიმეჯერ დაიჭრა კიდეც.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რემარკი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ის საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც გაზეთის რედაქტორად დაიწყო მუშაობა. თავის პირველ რომანზე„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მუშაობა მწერალმა 1927 წელს დაიწყო , რომანი ჯერ გაზეთში დაიბეჭდა და მხოლოდ შემდეგ წელს გამოვიდა წიგნად.
გერმანული საზოგადოება ამ რომანს არაერთგვაროვნად შეხვდა, ზოგი თვლიდა, რომ ის საუკეთესოდ აღწერდა პირველ მსოფლიო ომს, ხოლო სხვები ამ რომანს გერმანიის ღალატად მიიჩნევდნენ.
1939 წელს, როდესაც ევროპა ომის ალში გაეხვა, რემარკი, როგორც ბევრი სხვა გერმანელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა ემიგრაციაში.1942 წელს რემარკი აქტიურ ანტინაცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა , იგი ასევე ყველაფრით ცდილობდა გერმანიიდან ემიგრანტებისთვის დახმარებას.
1945 წელს რემარკმა დაიწყო მუშაობა მორიგ რომანზე „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, იმავე წელს კი პირველად გამოქვეყნდა მისი ცნობილი რომანი „ტრიუმფალური თაღი“.
წიგნის პირველი ეკრანიზაცია 1948 წელს განხორციელდა უცვლელი სახელწოდებით , მისი ხელმეორე ეკრანიზაცია კი 1984 წელს ცნობილი ამერიკელი მსახიობის ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით იხილა მაყურებელმა ტელეეკრანებზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.