ვინ ჩაანაცვლებს ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის პოსტზე ამ ეტაპზე უცნობია. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი წინ არ მიდის. დამოუკიდებელი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა ევროკომისიის 12-ი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.