„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად, სამივე პარტიის ლიდერები 8 დეკემბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ.
როგორც პარტიების განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარება იქნება.
"ამგვარი გადაწყვეტილების დაყოვნებამ შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს", - აღნინულია განხადებაში