მედიის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ორი სამგზავრო მატარებელი ბარსელონასთან ახლოს ერთმანეთს შეეჯახა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სულ მცირე 155-ტ ადამიანს დახმარება გაუწიეს, თუმცა, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. სამი პირი, რომელთაც მცირე დაზიანებები ჰქონდათ საავადმყოფოში გადაიყვანეს.