დონეცკის დროებით ოკუპირებულ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია ინფორმაციას პრო-რუსი ოფიციალური პირი და სახელმწიფო მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მაგისტრალზე, სატვირთო მანქანა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ მიკროავტობუსს შეეჯახა ე.წ.ი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელმა“ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილებს შორის რამდენიმე მათი ჯარისკაციცაა.