ამერიკულმა ჟურნალმა თაიმმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ კრიტიკულ კვირებში კიევი არ დატოვა და ბრძოლის მთელი პერიოდის განმავლობაში, რუსმა დამპყრობლებმა ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზნებს. თაიმი წერს, რომ ზელენსკის, როგორც სამხედრო ლიდერის წარმატება, ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მისი გამბედაობა და მუხტი გადამდები აღმოჩნდა.