აშშ-ის სახელმწიფო მდივნის , ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მზად არის, რომ უკრაინის თავდაცვის უნარიანობა უზრუნველყოს . მისი თქმით, რუსეთიდან განხორციელებული დარტყმები იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობის გათბობას, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან დრონებით დარტყმები სამ რუსულ აეროდრომზე განხორციელდა.