იურისტის ლევან ალაფიშვილის ცნობით, სააპელაციო სასამართლოში მოიგო დავა პენიტენციურ სამსახურთან. საქმე ეხება 2020 წლის იანვარში მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ციხის საკანში ომბუდსმენის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი კადრების გასაჯაროებას. კადრები ადამიანის უფლებათა კომიტეტის იმ სხდომაზე გასაჯაროვდა,სადაც ციხეებთან დაკავშირებით ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდნენ