პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სკოლებში ვიზიტებს განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მშობლიურ სკოლაში ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან საუბრისას მოზარდების ჩამოყალიბების პროცესში სკოლის როლზე, განათლებული ახალგაზრდა თაობისა და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.