წლიდან წლამდე მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდი იყო. ახალი საცხოვრებელი შენობების რაოდენობა. ქვეყანაში გახსნილი ახალი სასტუმროები, თუ საოფისე დაწესებულებები ბუნებრივია ტელევიზორებსა თუ კონდინციონერებზე დამატებით მოთხოვნას ქმნის. თუმცა, ამჟამად სხვა მოცემულობა გვაქვს.
მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის კუთხით, მომხმარებელთა განწყობა ყველაზე შესამჩნევად გაუარესდა- ამის შესახებ აისეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. არადა, ზაფხულის განმავლობაში, დადებითი ტენდენცია შეინიშნებოდა გაყიდვებთან დაკავშირებით. შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს, რომ მომხმარებლებს ზაფხულთან შედარებით შეუმცირდათ მიმდინარე განკარგვადი შემოსავალი, როცა ვაჭრობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყანაში მაღალი იყო.
განკარგვადი შემოსავლების შემცირებას ხელს უწყობს ორნიშნა ინფლაციაც, რადგან სურსათისა და საცხოვრებლის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მომხმარებელთა დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობის მაჩვენებელი 7 ერთეულით დაეცა. ეს მაჩვენებელი ოქტომბრისთვის, პანდემიის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა.
დეტალურად ბაზარზე არსებულ ვითარებაზე "ბიზნეს პალიტრაში" "ბეკოს" გენერალური დირექტორი მეჰმედ მელეკი საუბრობს