ევროკავშირმა და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიაში (EUMAM) ნებაყოფლობითიფინანსური წვლილის შეტანასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმების თანახმად, ნორვეგია დაახლოებით 14.5 მილიონ ევროს გადარიცხავს მშვიდობის ევროპულ ფონდში.
„დღევანდელი ხელმოწერა აფორმებს ამ გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს შეთანხმების ძალაში შესვლას და ნორვეგიის ეფექტურ წვლილს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნასა და აღჭურვაში, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ნორვეგია პირველი ევროკავშირის არაწევრია ქვეყანაა, რომელმაც ფინანსური წვლილი შეიტანა მშვიდობის ევროპულ ფონდში.