უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოსვენება ქალაქ ბახმუტიდან მეოთხე დღეა ვერ ხერხდება. ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია, რის გამოც ქართული ქვედანაყოფი ფრონტის ხაზზე შესვლას ვერ ახერხებს.24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი გმირი შეეწირა.