4 დეკემბერს ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მორიგი ბრძოლა გამართა, სადაც ნორვეგიელი ჯეკ ჰერმანსონს მეორე რაუნდში მოუგო. „კავკასეილი“ - როგორც დოლიძეს უწოდებენ, აქამდე მე-20 ადგილზე იყო რეიტინგში, თუმცა აღნიშნული გამარჯვების შემდეგ საგრძნობლად დაწინაურდა და ის ამ მომენტისთვის მე-8 პოზიციაზეა.
დოლიძის წინ ლეგენდარული შონ სტირკლენდი და პაულო კოსტაა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელ ჯოკერს, რომელსაც რომანმა მოუგო ბრძოლა არა ქართველის წინააღმდეგ, არამედ დერეკ ბრანსის წინააღმდეგ უნდა გაემართა, რომელიც რეიტინგში მეხუთეა. არის შანსი, რომ ამჯერად დოლიძე სწორედ მას დაუპირისპირდეს. გამარჯვების შემთხვევაში, კავკასიელს ექნება შესაძლებლობა სატიტულო ბრძოლაზეც გააკეთოს განაცხადი.
ქართველებს შორის UFC რეიტინგში საუკეთესო შედეგი აქვს მერაბ დცალიშვილს, რომელიც მეორე ადგილზეა სუპერმსუბუქ წონაში. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქ წონაში მე-8 ადგილზეა ხოლო ილია თოფურია მე-14 ადგილზეა ამავე წონაში და ის ამ კვირაში გამართავს თავის ბრძოლას.