კატარშ მიმდინარე მუნდიალზე პორტუგალიამ და შვეიცარიამ ბოლო 1/8 ფინალური შეხვედრა გამართეს. პორტუგალია შეხვედრის ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა გულშემატკივარს შვეიცარიის კარგი თამაშის იმედი ჰქონდა. პირველ ტაიმის დასაწყისში პორტუგალიამ უპირატესობა მოიპოვა, მე-17 წუთზე ჟაო ფელიქსის გადაცემის შემდეგ გონსალო რამოშმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ 39 წლის ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა პეპემ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. პეპემ ამ გოლით ორი რეკორდი დაამყარა, ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფშ გოლი გაიტანა და ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩმეპიონატზე გოლი გაიტანა. მეორე ნახევრის დასაწყისში პორტუგალიამ უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა, 51-ე წუთზე 21 წლის ფორვარდმა გონსაო რამოშმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 55-ე წუთზე გერეირომ ზუსტად დააარტყა და შვეიცარიისთვის ყველაფერი დაამთავრა. 3 წუთში შვეიცარიელთა მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა მანუელ აკანჯიმ შეძლო. პორტუგალია ამაზე გაჩერებას არ აპირებდა, 67 -ე წუთზე კვლავ ჟოაუ ფელიქსის გადაცემის შემდეგ გონსალო რამოშმა ჰეთრიკი შეასრულა, რომელიც მიმდინარე მუნდიალაზე პირველია. 92-ე წუთზე რაფა ლეაუმ შეხვედრას წერტილი დაუსვა და შესანიშნავი დატყმით შვეიცარიის კარი მეექვსეთ აიღო და საბოლოო ანგარიში 6-1 დააფიქსირა.
პორტუგალია მარტივი გამარჯვების შემდეგ ¼ ფინალში გავიდა და მისი მეტოქე ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი სენსაციის შემოქმედი მონაკო იქნება.