კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ 1/8 ფინალში ესპანეთი ტურნირის ერთ ერთ აღმოჩენას მაროკოს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
ესპანელებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და უპირატესობასაც ფლობდნენ, ხოლო მაროკო საკუთარ შანსს კონტრ შეტევაზე ელოდებოდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად ევროპელებს უჭირდათ რეალური სახიფათო მომენტების შექმნა. მეორე ტაიმიც ანალოგიურად გაგრძელდა, ლუის ენრიკეს ნაკრები ბურთს ფლობდა, თუმცა კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ. მაროკოელები თავს კარგად იცავდნენ და თითქმის სულ საკუთარი საჯარიმოს წინ იდგნენ. ფურია როხას შეხვედრის გადარჩენა 122-ე წუთზე შეეძლო, როდესაც პაბლო სარაბიამ მძრე მანძილიდან დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.პენალტების სერიაში მაროკოს მეკარე ბონომ თავის საკმე იდიალურად შეასრულა და თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან ბურთი არ გაუშვა. პაბლო სარაბიამ ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო სოლერსა და ბუსკეცს ბონომ აჯობა, მაროკოელთა მხრიდან კი თავისი დარტყმები ზუსტად გამოიყენეს საბირიმ ზიეშმა და ჰაკიმმა.
მაროკო ¼ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პორტუგალია იქნება.