რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების სერია გაისმა დნიპროსა და ზაპოროჟიეში.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ ირანული დრონების მოძრაობა დაფიქსირდა პოლტავას, ჩერკასისა და კიროვოგრადის ოლქების ცაზე.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:05 საათზე, დნიპროში ახალი აფეთქებების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ოლქის თავზე უკრაინელებმა 5 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს.