"დიდება გმირებს" - პარტია "ლელომ უკრაინაში" დაღუპული ქართველი მეომრებისთვის პატივის მისაგებად მდუმარე აქცია გამართა. მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან იმ 33 ქართველი მებრძოლის ფოტოები მიიტანეს, ვინც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.
"ლელოს" აზრით, საქართველოს მთავრობის დღევანდელი პოზიცია თითოეული ქართველისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ თუ მთავრობა გლოვას არ აპირებს, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს.