სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით შექმნილმა ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გაასაჯაროვა.ექიმის, თენგიზ წულაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება და ეს მიუთითებს რომ საქართველოში პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.
კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება ლელოს წევრი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, თუკი ქართული ოცნება კონსილიუმის დასკვნას არ ენდობა, ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელიბის მდგომარეობის შესაფასებლად პროცესში საკუთარი ექსპერტები უნდა ჩართოს.
თავად "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ექიმებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას: რომელ დიაგნოზს ვერ მკურნალობენ საქართველოში, ამის შემდეგ სამართლებრივი ნაწილი კი იურისტების საკითხია.