უკრაინამ, ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, კიდევ 60 დამცველი სახლში დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, სამხედროებს შორის 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტია. ერმაკმა აღნიშნა, რომ გათავისუფლებულებს შორის მარიუპოლის დამცველებიც არიან.