კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კომენტარს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მოსკოვი ამ მომენტში მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს. მისი თქმით, იმისთვის, რომ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართოს, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები. ცნობისათვის, ერთ-ერთ ინტერვიუში ბლინკენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია ხვალვე დაასრულოს.