უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიის მხრიდან შეიარაღების გადაცემაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინას პატრიოტი სისტემებისა და ლეოპარდ ორი ტანკების გადმოცემის საკითხში გერმანიის ლიდერობის იმედი აქვს. მისი თქმით, უკრაინისთვის რუსული აგრესიისგან მთელი ევროპის დასაცავად იარაღის მიწოდების საკითხში არანაირი ტაბუ არ უნდა არსებობდეს. კულებამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ცა აუცილებლად უნდა დაიხუროს.