უკრაინის საელჩოს ინფორმაცით, შეხვედრა მოულოდნელად, დამატებითი არგუმენტების დასახელების გარეშე გაუქმდა. ინფორმაციას უარყოფს საგარეო უწყება. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწუმებულმა დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინისთვის გენერატორების მიწოდებაზე ფაქტობრივად უარი თქვა. ქართულმა ოცნებამ კასიანოვის განცხადება დღეს უმწვავესად შეაფასა და მეგობარ ქვეყანას მათთვის გაწეული დახმარების ოდენობა შეახსენა. რა თქვა უკრაინელმა დიპლომატმა და რას ფიქრობს ოპოზიცია.