საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ზოგიერთი ცვლილება შეშფოთებას იწვევს. ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ზოგი წინარე რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას