"ხალხის ძალის" მიერ რადიკალური ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებას უმნიშვნელოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპელი პარტნიორების მიმართ მიზანმიმართული თავდასხმით საზოგადოების დასავლური განწყობები არ შეიცვლება. ოპოზიციაში ხაზგასმით ამბობენ, რომ პრორუსული რიტორიკა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს.