ბათუმში ბინების გაყიდვები 51%-ით გაიზარდა. კომპანია ქოლიერსი, რომელიც უძრავი ქონების სერვისებითა და საინვესტიციო მენეჯმენტით არის დაკავებული, აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ოქტომბერში, შავი ზღვისპირა მთავარ ქალაქში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 1 630 ერთეულამდე გაიზარდა. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ასევე გაზრდილია ბაზრის ზომა 46%-ით და 68 მილიონი დოლარი შეადგინა. ქოლიერსის ცნობით, ბათუმში 2022 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
"ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი ბათუმში 16%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 879 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 708 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“- ნათქვამია კვლევაში.