ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვექნა, სადაც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეხუთე ადგილზე გადავიდა. იაპონიაშ მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი 3 პოზიციით დაწინაურდა. გასულ ზაფხულს მიღწეული ტრიუმფის შემდეგ ბექაური მსოფლიოს ყველა წონით კატეგორიაში პირველ ადგილზეც იყო, თუმცა მძიმე ტრავმის გამო, ქართვლემა 1 წელზე მეტი ვერ მოახერხა ტატამზე გამოსვლა და 22 წლის ძიუდოისტი სწორედ ამიტომ დაქვეითდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ადგილს ასევე ქართველი ბექა ღვინიაშვილი იკავებს, ხოლო ლუკა მაისურაძე მე-7 პოზიციაზეა.
პირველი ადგილი შეინარჩუნა ორმა ქართველმა ძიუდოისტმა 73 კილოგრამამდე ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი კვლავ პირველ ადგილზე არიან. 60 კილოგრამში მერვე და მეცხრე ადგილებზე არიან გიორგი სარდალაშვილი და თემურ ნოზაძე, ხოლო მე-12 პოზიცია ერგო ლუხუმ ჩხვიმიანს. 66 კილოგრამამდე მე-5 პოზიციაზეა ვაჟა მარგველაშვილი. 100 კილოგრამამდე წონაში მეხუთე ადგილზეა ახალგაზრდა ქართველი ილია სულამანიძე, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი კი მე-11 პოზიციაზეა. მძიმე წონაში მეორე ადგილზეა გურამ თუშიშვილი, ხოლო მეათე ადგილს გელა ზაალიშვილი იკავებს.
რაც შეეხება ქალების კლასიციკაციას ეთერ ლიპარტელიანი 57 კილოგრამამდე წონაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მაქსიმალურ წონაში მეცხრამეტეა სოფიო სომხიშვილი.