კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ხორვატია იაპონიას დაუპირისპირდა და შეხვედრა თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც გამარჯვება ევროპელებს დარჩათ. შეხვედრის სტარტი თანაბარი აღმოჩნდა ორივე ნაკრებისათვის, თუმცა დროთა განმავლობაში მოქმედა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონებმა გარკვეული უპირატესობა მოიპვეს, ხოლო იაპონია კონტრ შეტევაზე ცდილობდა გოლის გატანას, სწორედ ისე, როგორც ესპანეთისა და გერმანიის წინააღმდეგ.აზიელების ამ ტაქტიკამ აღნიშნულ შეხვედრაშიც იმუშავა და 43-ე წუთზე დაიზენ მაედამ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. კუთხურის გათამაშების შემდეგ იაპონიის ნაკრებმა ხორვატიის დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ევროპლები დამატებითი მოტივაციით გამოვიდნენ და უფრო სახიფათოდაც უტევდნენ, საბოლოოდ 65-ე წუთზე თითქოს უწყინარი ჩაწოდების შემდეგ ივან პერისიჩმა დაახლოებით 12 მეტრიდან მოახერხა თავით გოლის გატანა. ამის შემდეგ ხორვატიას კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა ძირითად დროში, მაგრამ უშედეგოთ.
დამატებით დროში ნაკრებებმა თითო თითო მომენტი გაცვალეს, პირველი ექსტრა ტაიმის ბოლოს მინამინოს შეეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა, თუმცა მას მეკარემ აჯობა, ხოლო მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს მაიერის დარტყმული მცირედით აცდა იაპონიის კარს.
პენალტების სერიაში ლივაკოვიჩის ფაქტორი გადამწვეყი აღმოჩნდა, ხორვატიის ნაკრების მეკარემ სამი თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა და თავისი ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა, თავის მხრივ კი პენალტები ზუსტად შეასრულეს ვლასიჩმა, ბროზოვიჩმა და პასალიჩმა. ხორვატიის მეტოქე ¼ ფინალში ბრაზილია იქნება.