"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი, მიმდინარე კვირის ბოლოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე, გაირკვევა კენჭისყრის ფორმატიც. მსჯელობა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.პარტიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. თავმჯდომარის პოსტის დაკავებას სამი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე, ცდილობს.