უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 286 დღე გავიდა. რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი რაკეტა დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
რუსი ოკუპანტების სამიზნე კვლავ სამოქალაქო ობიექტებია. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ზოგიერთი ენერგობლოკი გათიშულია