სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო საქართველოს პირობებში. პრეზიდენტის თქმით, ყველა უნდა გაუფრთხილდეს არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნების გრძნობებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ელემენტარული სასაზღვრო გარანტიები.