საუდის არაბეთის სამეფო ტახტის პრინცი და OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერი, მოჰამედ ბინ სალმანი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში ინვესტირებას გეგმავს.Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე სალმანი ბანკის შვილობილ კომპანია CS First Boston-ში 500 მილიონ დოლარს ჩადებს, თუმცა ეტაპობრივად ის ინვესტიციის გაზრდის პერსპექტივასაც განიხილავს.
სალმანი გლობალური ექსპანსიის სტრატეგიას უკვე წლებია ახორციელებს და უცხოური კომპანიების წილებს ყიდულობს. გარდა ამისა, ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი უმსხვილეს არაბულ კომპანიებს მოუწოდებს, რომ უცხოურ ბაზარზე გავიდნენ და კაპიტალი არა ენერგეტიკულ, არამედ სხვადასხვა სექტორებში დააბანდონ ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. მოჰამედის ქონების შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის საუდის არაბეთის მთავრობასთან ერთად, OPEC-სა და მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას, Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ტრილიონ 900 მლრდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება Credit Suisse-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 12-ტ მილიარდ დოლარს აჭარბებს. არაბეთის პრინცის მიერ ინვესტირების სიახლე კი, ბუნებრივია, ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 4.2%-ით გაიზარდა.