ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთხელ გადავადდება. ინფორმაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააჟღერა.
"3 წლით გადავადდება ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო“, - განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი.კანონპროექტის ამოქმედება გასულ წელს გადაიდო 2023 წლის პირველ იანვრამდე და მაშინ არგუმენტად პანდემია დასახელდა, ხოლო ამჟამად კანონის გადავადების მიზეზი არ განმარტებულა.