დღეიდან პარლამენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტის განხილვას იწყებს. კომიტეტებში განხილვის გრაფიკი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას 12 დეკემბერს გამართავს.
„ცვლილებების შედეგად ეკონომიკური ზრდა 8.5%-დან 10%-მდე იზრდება, ნომინალური მშპ ლარებში 72 მლრდ 276 მილიონი ლარი ხდება. იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილიც. შემოსულობები 596 მილიონ 700 ათასი ლარით იმატებს და 20 მილიარდ 449 მილიონ ლარს შეადგენს.
ამასთან, გადასახდელები იზრდება 507 მილიონ 350 ათასი ლარით - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე.მისი თქმით, დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის სამინისტროს 330 მილიონით; ჯანდაცვის სამინისტროს 95 მილიონით, კულტურის სამინისტროს 70 მილიონი ლარით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სამსახურს 2 მილიონ 350 ათასი ლარით.