საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პოზიტიური შეფასებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული , მისივე თქმით მმართველი გუნდი დეტალურად განიხილავს დოკუმენტში ასახულ თითოეულ რეკომენდაციას და მეორე მოსმენისთვის შესაბამის ცვლილებებს წარადგენს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თვლის რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ქართულ რეალობასთან ტრაფარეტული და შეუსაბამოა, ნაწილი კი მიიჩნევს რომ ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითი კონტექსტის დასკვნა მოსალოდნელი იყო, მათივე თქმით მნიშვნელოვანია რომ რეფორმები გაგრძელდეს და საბოლოოდ კანონპროექტმა დასრულებული სახე მიიღოს.