ამერიკელი მსახიობი ალ შტრობელი, რომელმაც სერიალ „ტვინ პიქსში“ ცალხელა კაცის, ფილიპ ჯერარდის როლი შეასრულა, 83 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.
სერიალის პროდიუსერის, საბრინა საზერლენდის განცხადებით, ალ შტრობელი 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
ალ შტრობელი სერიალის პირველ და მეორე სეზონებში მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე 1990 წელს გამოვიდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა სრულმეტრაჟიან ფილმში „ტვინ პიქსი: ცეცხლი მომყვება“ (1992) და სერიალის მესამე სეზონში (2017)