სს "ნიკორამ", "თიბისი კაპიტალისა" და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის სამწლიანი ობლიგაციები განათავსა.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსებული ობლიგაციები კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს.„ნიკორა“ მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.
ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა.
ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.