„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ალიკა კუპრავა, ხოლო რეგიონალურ ხელმძღვანელად გიორგი კაპანაძე დაასახელა. ამის შესახებ განცხადება მან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, გუნდის წევრებთან ერთად გააკეთა.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღნიშნავს, საარჩევნო პერიოდში მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იქნება.