გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ასევე ვხვდებით სხვა სახის პრბლემებსაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2020 წელს, საქართველომ, მედიაციის შესახებ კანონი მიიღო. მედიაციის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უზრუნველყოფს ნებაყოფლობით და მხარეების ინტერესებზე დაფუძნებულ პროცედურას.
განსხვავებით სასამართლო პროცედურებისგან, მედიაცია ფინანსური თვალსაზრისით არ არის ძვირადღირებული და დროში გახანგრძლივებული პროცესი, რაც მის ძირითად უპირატესობაზე მიგვანიშნებს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მედიაციის ინსტიტუტის განვითარება ხელს უწყობს არა მხოლოდ დავების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას, ასევე ეხმარება ისედაც გადატვირთულ სასამართლოს, უამრავი საქმისგან განმუხტვასა და შემსუბუქებაში.
რა შეცვალა კანონმა მედიაციის შესახებ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ბიზნეს დავები მედიატორთა ჩართულობით და რა სიხშირით მიმართავს ბიზნესი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზას - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე" ირაკლი ყანდაშვილი