დღეიდან რუსული ნავთობის ემბარგო და ზღვით იმპორტის აკრძალვა ძალაში შევიდა. გარდა ამისა, აკრძალულია რუსული ნავთობის ზღვით იმპორტისთვის მომსახურების გაწევა, ასევე მისი დაზღვევა, ბროკერული მომსახურება და ფინანსური ოპერაციები. გამონაკლისია, თუ საწვავი იმაზე ნაკლებად იქნა გაყიდული, ვიდრე ფასის ჭერით არის განსაზღვრული.
ანალოგიურ აკრძალვას რუსეთის მიმართ დღეიდან აამოქმედებენ დიდი შვეიდეულის წევრი ქვეყნები. ამასთან, სანქციების ფარგლებში პოლონეთი და გერმანია უარს იტყვიან რუსული ნავთობის შეძენაზე მილსადენიდანაც. რუსული ნავთობსადენიდან ნავთობს მიირებს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც ეკრძალებათ მისი შემდგომი ტრანსპორტირება მესამე ქვეყანაში.
გარდა ამისა, აკრძალვას ექვემდებარება ის რუსული ნავთობი, რომელიც შერეული იქნება უცხოურ ნავთობთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვხერ მოხერხდა რუსული ნავთობის წილის დადგენა, აკრძალვას დაექვემდებარება ნავთობის სრული პარტია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა მიწოდების შემცირებას მოითხოვდა, თუმცა ორგანიზაცია ამ ინიციატივას არ დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე OPEC-მა ნავთობის მოპოვება დღიური 2 მილიონი ბარელით შემცირა, რასაც საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება მოჰყვა.