რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იმ შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად და დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს და უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.