საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაეთიანების შესახებ კანონპროექტზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე ცნობილია. “ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, ექსპერტული დასკვნისთვის გაგზავნილ კანონპროექტს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.
მიქანაძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები დასკვნაში არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე გაკეთდა.
მმართველი გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსია 15 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდება.