"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა დასახელდეს. ასევე დასახელდება თუ რა ფორმით ჩატარდება კენჭისყრა. საკითხზე მსჯელობას პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს აპირებს. პარტიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულებული იქნება.