ბახმუტთან ბრძოლაში დაღუპული 5 ქართველი სამხედროს ცხედარს სამშობლოში მალე გადმოასვენებენ. ოჯახების ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ქართველი მებრძოლები საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ და დაიღუპნენ. გარდაცვლილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სტატუსი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.