სირიის ქალაქ სვეიდაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ადგილობრივი სახელისუფლებო ადმინისტრაციის შენობას თავს დაესხა, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილი გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეიჭრა და ოფიციალური ქაღალდები დაწვა.
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, სვეიდას მოსახლეობამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გადადგომა მოითხოვა.