გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში, რეგისტრირებული სახერხი საამქრო გადაამოწმეს. საამქროს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული.
მიმდებარედ დასაწყობებული პირველადი გადამუშავების პროდუქტიდან კი, 96 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე უკანონოდ იყო მოპოვებული. ჯამში, 254 კუბური მეტრამდე მოცულობის უკანონო ხე-ტყე დაილუქა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 61 500 ლარზე მეტია.